თბილისსა და მარნეულში ტრადიციული თურქული მშვილდოსნობის კურსები დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

ტრადიციული თურქული მშვილდოსნობის პოპულარიზაციისა და სპორტის ამ დარგში სპორტსმენების აღზრდის გზით კულტურათაშორის დიალოგის გაღრმავების მიზნით იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და მშვილდოსანთა ფონდის თანამშრომლობით საქართველოში, თბილისსა და მარნეულში პროექტის „ტრადიციული თურქული მშვილდოსნობა“ განხორციელება ამ სემესტრიდან დაიწყო.

კურსები თბილისში 31-ე საჯარო სკოლასთან, მარნეულში კი საქართველოს აზერბაიჯანის კავშირთან თანამშრომლობით ერთდროულად ორ ქალაქში ტარდება. კვირაში 4 საათიანი მეცადინეობები გაგრძელდება 9 კვირა და მას უძღვებიან 2019 წლის 15-22 აპრილს ქ. სტამბოლში მშვილდოსანთა ფონდის სპორტულ დაწესებულებაში ჩატარებული „თურქული მშვილდოსნობის მესამე ტრენინგი“ს მონაწილე, შესაბამისი სერტიფიკატის მფობელი ქართველი ტრენერები. სპორტსმენები გაეცნობიან თურქული მშვილდოსნობის ისტორიასა და ძრითად წესებს და მიეცემათ ისრის ტყორცნის შესაძლებლობაც.   

კურსის დასასრულს ჩატარდება შეჯიბრება ისრის ტყორცნაში და გაიმართება სერთიფიკატის გადაცემის ცერემონია.