თბილისში თურქული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც 2012 წლის 31 მაისიდან ეწევა საქმიანობას საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის გაცნობის მიზნით და ასწავლის თურქულ ენას უცხოელებს,  2018 წლის შემოდგომის სემესტრის თურქული ენის კურსებზე მეცადინეობები დაიწყო.

ახალ მსმენელებთან ერთად თურქული ენის A1, A2, B1, B2 და C1 საფეხურებზე დარეგისტრირდა და სწავლას აგრძელებს 252 მსმენელი, მათ შორის არიან მსმენელები, რომელთაც წარმატებით გაიარეს 2018 წლის გაზაფხულის სემესტრი და ზაფხულის ინტენსიური კურსები და მსმენელები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 2018 წლის თურქული ენის საზაფხულო სკოლაში.

2013 წლიდან  თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს „თურქული ჩემი არჩევანია“ , რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ თურქული ენა, როგორც არჩევითი უცხო ენა.

პროექტის ფარგლებში თბილისის 5 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს სულ 489 მოსწავლე საწავლობს თურქულს, როგორც მეორად უცხო ენას. მათზე სახელმძღვანელოების მიწოდება და სკოლაში შესაბამისი პედაგოგის მივლინება უზრუნველყო თბილისის იუნუს ემრეს ახელობის ინსტიტუტმა.