ტრადიციული რეწვის გამოფენა საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

იუნუს ემრეს ინსტიტუტის თბილისის თრქული კულტურის ცენტრმა საქართველოში ტრადიციული რეწვის გამოფენა მოაწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  კულტურის საბჭოს ხელოვანების ნამუშევრები მოვარაყების, მინიატურის, ფაიფურისა და ებრუს დარგებში. გამოფენის გახსნას დაესწრნენ საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი ზექერია გულთექინი, კულტურის საბჭოს თავმჯდომარე დოქტ. მეთინ ერიში და ქართველი უფლებამოსილი პირები.

გამოფენები ჩატარდა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თურქული კულტურის ცენტრის დირექტორმა ზექერია გულთექინმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე  და  განაცხადა, რომ „ურთიერთობები ხელოვნების საშუალებით კიდევ უფრო მყარდება“.

კულტურის საბჭოს თავმჯდომარემ მეთინ ერიშმა კი საქართველოში ტრადიციული ხელოვნების დარგებისადმი დაინტერესებით კმაყოფილება გამოხატა.