ტრადიციული რეწვის პრეზენტაცია წიგნის ფესტივალზე

Yazıcı-dostu sürüm

2015 წელს თბილისის მე-2 საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, სადაც 10 ქვეყანა მონაწილეობდა,  თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა წარადგინა წიგნის მორთვის ხელოვნების მეთოდები.

წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გამართული ფესტივალის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და წიგნის ეროვნული ცენტრი, მოეწყო წიგნის ილუსტრაციების გამოფენები, ღია ლექციები წიგნის ხელოვნებასთან დაკავშირებით და საბავშვო გასართობი პროგრამები.

ექსპო ჯორჯიაში წიგნის გამოფენაზე თურქეთის კულტურის საბჭოს ხელოვანებმა, ფისუნ ტურქელიმ, ზეინეფ ოლჩერმა და ესრა არსლანთან ერთად კალიგრაფმა ნები ილმაზმა ჩაატარეს ვორკშოპები ებრუს, მოვარაყება-მორთვა, მინიატურისა და კალიგრაფიის დარგებში.

ღონისძიებაზე წიგნის მოყვარულთ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თურქულ ტრადიციულ რეწვას.

2015 წლის 26-29 ნოებერს გამართულმა გამოფენამ 20 ათასამდე სტუმარს უმასპინძლა.