თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2019-გობექლითეფეს წლის ფარგლებში „თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის“ ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს. მეოთხე გაჩერება თბილისია.

2019-გობექლითეფეს წლის ფარგლებში „თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეული“ მთავარი თემით „გობექლითეფე: ადამიანი და ცხოვრება“, თბილისში 2019 წლის 6 ნომებრიდან 9 ნოემბრამდე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და  სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის განვითარების სამსახურის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

თბილისში თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეული, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შანლიურფას არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორისა და გობექლითეფეს ექსპედიციის ხელმძღვანელის ჯელალ ულუდაღის კონფერენციით დაიწყო. კონფერენციაზე გობექლითეფეს მსოფლიოს მასშტაბით  მნიშვნელობაზე, რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია ფოტო-ვიდეო მასალის თანხლებით გაჟღერდა.

 კონფერენცია დამსწრეთა შეკითხვებით გაგრძელდა. შემდეგ კი დაათვალიერეს არქეოლოგიური გათხრების სივრცისა და მონუმენტების დეტალურად ამსახველი ფოტო-გამოფენა.

თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც 2019 წლის 9 ნოემბრამდე ჩელისტ უღურ იშიკის მასტერკლასით, ფოტო-გამოფენით „ფოტოების მიხედვით GAP  გუშინ და დღეს“, „ტრადიციული თურქული კერძებით გამასპინძლებითა“ და უღურ იშიკის ხელმძღვანელობით კონცერტ „ანატოლიის სული“-თ გაგრძელდება, „თურქული სამზარეულოს მასტერკლასით“ დასრულდება.