თურქული და ქართული ტრადიციული თოჯინები

Yazıcı-dostu sürüm

2019 წლის 8 აპრილს თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტში “ ტრადიციული თურქულ-ქართული თოჯინების მასტერკლასი და გამოფენა “  ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, არტაანის დამალის გამგებელი იასინ იუნაკი, არტაანის სავაჭრო პალატის ქალთა საბჭოს წევრი პროფ. გულსუნ აქდემირ ევრენდილექი,TİKA კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი და ბევრი მოწვეული სტუმარი დაესწრო.

“თოჯინა თურქულ კულტურაში იმედსა და მომავლს ნიშნავს. ვფიქრობ ქართულ კულტურაშიც იგივე მნიშვნელობის მატარებელია. თოჯინის დამზადების საკითხში საერთო გამოცდილება თანამშრომლობისათვის კარგი შესაძლებლობაა.”ო განაცხადა დამალის  გამგებელმა იასინ იუნაკმა.

ელჩმა იაზგანმა კი “ვფიქრობ, კულტურის შესაცნობად და გაწეული შრომის გასაგებად საჭიროა, შევისწავლოთ თოჯინები. თოჯინებზე ასწლოვანი ისტორიისა და კულტურის დანახვა ცალკე სიამოვნებაა. სათამაშო თოჯინები ქალის შრომის შედეგია. თურქულ თოჯინებზე გამოსახული ზოგი მოტივი ქართველებისთვის ნაცნობი უნდა იყოს. როგორც ქართულ, ისე თურქულ საზოგადოებაში ქალები მოტივების საშუალებით ტრადიციებსა და ისტორიას ერთდროულად გადმოსცემენ. ეს არის მნიშვნელოვანი ხელოვნება და ხელსაქმე საერთო ორთოგრაფიის მომავალი თაობებისთვის გადასაცემად. “ - ო განაცხადა.

მსოფლიოს პირველობის სტატუსის მქონე თოჯინები

ცნობილია,რომ არტაანის, დამალის ილჩეში თოჯინების დამზადება დიდ მნიშვნელობას ატარებს. დამალის ილჩე არის ადგილი, მარშრუტი, რომელსაც გადიოდნენ შუა აზიიდან ევროპისკენ მიმავალი თურქული ტომები. რეგიონში თურქმენები ცხოვრობენ, რომელთაც ტრადიციები და ადათები შეინარჩუნეს. ამ რეგიონის ქალები ტრადიციულ სამოსს კერავდნენ და ხის თოჯინებს აცმევდნენ და ასე უმზადებდნენ შვილებს თოჯინებს. დღეს კი ტრადიციულ სამოსს პლასტმასის თოჯინებს აცმევენ. სამოსი ნაჭრისა და ბისერებისაგან ხელით იკერება. 1996 წელს დამალის თოჯინა იაპონიაში გამართულ კონკურსში, “რეგიონული ფოლკლორული თოჯინა” პირველი ადგილი დაიკავა. არტაანში მცხოვრებმა 73 წლის ფიდან ათმაჯამ ერთი ოთახი სახელოსნოდ გადააკეთა და მას შემდეგ 38 წელია დამალის თოჯინებს ამზადებს. ამასთან თოჯინებს გზავნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

თოჯინებს ქართულ კულტურაშიც მნიშვნელოვანი იდგილი უკავია. საქართველოში ბევრი მეთოჯინე ოსტატია. გამოფენის საშუალებით ვეცადეთ ქართველებისთვის გვეჩვენებინა თურქული და ქართული თოჯინების საერთო და განსხვავებული მხარეები.