ხალხური მუსიკის კონცერტი საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის თანამშრომლობით მოეწყო ხალხური მუსიკის კონცერტი.  კონცერტის პირველი ნაწილი 2019 წლის 4 დეკემბერს მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში, მეორე ნაწილი კი 5 დეკემბერს თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ფათმა ჯერენ იაზგანი, TİKA თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი, საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის მოსწავლეები, კულტურის ცენტრების წარმომადგენლები, თბილისში მცხოვრები თურქი და სხვა უცხოელი თუ ქართველი სტუმარი.

ღონისძიებას მრავალფეროვნება შესძინეს თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა: ბურსას ულუდაღის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიკოსმა პროფ. ერდემ ოზდემირმა, რომელიც უკრავდა ბაღლამას,  საქარიის უნივერსიტეტის მასწავლებელმა ჰამდი ითილმა უდით და ბურსას ულუდაღის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიის მოსწავლემ სალიჰ ბულუთმა მეითა და კავალით. მარნეულში ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სატრფიალო ხალხური სიმღერების ქალმა შემსრულებელმა აშიკ ნარგილემ.  თბილისში კი სცენა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა დაიკავა და ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.

კონცერტი სიტყვით გახსნა ილიას უნივერსიტეტის ეთნომუსიკის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფ. თამაზ გაბისონიამ. „ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მუსიკა მსოფლიოში ცნობილია.  იგი საქართველოშიც უყვართ. თურქული მუსიკის გავლენა იგრძნობა ევროპულ და ქართულ მუსიკაშიც.  ვფიქრობ, დღევანდელი ღონისძიება დიდ როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამტკიცებაში. „  განაცხადა გაბისონიამ.

საქართველოში თურქეთის ელჩმა ფათმა ჯერენ იაზგანმა კი განაცხადა: „დღეს ჩვენ ეთნომუსიკოსებთან, აკადემიკოსებთან და სტუდენტებთან ერთად ვიმყოფებით აქ. ეს არ იყო მხოლოდ მოსმენა მუსიკის, ეს იყო სწავლება, გაკვეთილი. ნეტავ, ყველა ჩვენი გაკვეთილი ასეთივე სასიამოვნო ყოფილიყო. ხალხური მუსიკა ხალხური  ხელოვნება, ჩვენი ფესვებით, ეს ფესვები კი ისტორიის განმავლობაში სწორედ რომ ამ საზრდოთი, ამ წყაროს წყლით იკვებება.  და ამგვარად ლამაზ ნაყოფსაც იღებს.  იუნუს ემრე, შოთა რუსთაველი, ნიზამი ამ მიწების შვილებია და ჩვენ დღეს, ამ უძველეს კულტურათა ჟღერადობა მოვისმინეთ.“ კონცერტი ფოტოების გადაღებითა და საჩუქრების გადაცემით დასრულდა.