დიდი მხარდაჭერა მომავალ ფეხბურთელებს         

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის, რესტორან ქარაბაქისა და მუსიადის ინიციატივით საქართველოში, ქალაქ მარნეულში „ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდასაჭერი პროექტის“ ფარგლებში ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებას, რომელიც 2019 წლის 28 თებერვალს, ათა ჰოლდინგში მოეწყო, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, თბილისში მუსიადისა და რესტორან ქარაბაქის წარმომადგენლები, მარნეულის ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი და სპორტის სხვა მოყვარულები დაესწრნენ. 

რუსლან ჰაჯიევმა საუბრისას განაცხადა:„სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია სფეროა და მარნეულში სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს საყვარელი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ფეხბურთის ცხოვრებაში არიან ჩართული, მომავალში მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები გახდებიან და საქართველოს ასახელებენ. ვფიქრობ, რომ იუნუს ემრეს სახელობის მიერ სპორტისა და სპორტსმენებისთვის გაწეული მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია; ჩვენი ქალაქისა და საფეხბურთო კლუბის სახელით მადლობას ვუხდი ინსტიტუტს“.

ინსტიტუტის დირექტორმა იუქსელმა აღნიშნა, რომ: „საქართველოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ამ ახალგაზრდებს ვუსურვებ, ისეთივე წარმატებული ფეხბურთელები იყვნენ, როგორც თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც  AC მილანში ფათიჰ თერიმის მოსწავლე იყო. თურქეთის რესპუბლიკისა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სახელით ყოველთვის გავუწევთ მხარდაჭერას ახალგაზრდა ფეხბურთელებს“. 

მარნეულის ახალგაზრდული სპორტული კლუბის მწვრთნელმა, აჰმეთ ისმაილოვმა, გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა იუქსელს და მარნეულის ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი უსახსოვრა.

ღონისძიება სპორტული ინვენტარის გადაცემითა და ფოტო-გადაღებით დასრულდა.