თბილისში საღებავების წყალთან ცეკვა დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

2019 წლის 5 მარტს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ტრადიციული ებრუს ხელოვნების კურსი დაიწყო. ებრუს კურსი, რომელსაც თურქულ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თეორიული ნაწილით დაიწყო. ებრუს მიმართ ინტერესი, პატარებიდან დაწყებული დიდებით დამთავრებული, ყველა ასაკის ადამიანმა გამოიჩინა. მსმენელები სემესტრის განმავლობაში ებრუს ხელოვნების ტექნიკას შეისწავლიან; ასევე საკუთარი ებრუს გაკეთების შესაძლებლობაც მიეცემათ.

ებრუს სპეციალისტმა დარიკო ჩიხლაძემ მეცადინეობის დაწყების დროს ისაუბრა და აღნიშნა: „ ებრუს ხელოვნებას თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში გავეცანი. ჩართული ვიყავი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ებრუს ორ სხვადასხვა კურსში და ავიღე სერთიფიკატი. ებრუს კეთება გარკვეულ დროში ჩემს მისწრაფებად იქცა. ჩემმა დიდმა შრომამ შედეგი გამოიღო და ამ სფეროში პროფესიონალი გავხდი. უკვე იმ ხელოვნების სწავლებას ვიწყებ, რასაც სიყვარულით ვაკეთებ“. 

ებრუს კურსის მსმენელი ზეჰრა გუნგორი: „ძალიან დიდი ხანია, რაც ებრუს ხელოვნებით ვარ დაინტერესებული. კურსზე ჩემს შვილებთან ერთად მოვედი და ვნახე, რომ ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და უნაკლოდ მომზადებულია. ჩვენი მასწავლებელი როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკის მხრივ ძალიან წარმატებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ინსტიტუტს, საქართველოში ჩვენი კულტურის პოპულარიზაციისთვის გაწეული შრომისთვის“.

ებრუს კურსი სამი თვე გაგრძელდება და მეცადინეობა კვირაში 4 საათი ჩატარდება. კურსის ბოლოს მსმენელების ნამუშევრების გამოფენა იგეგმება.