თურქუებით დატვირთული საღამო თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2018 წლის 30 ნოემბერს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში მურთაზა სეზგინმა თურქული ფოლკლორული მუსიკის საღამო გამართა∙∙ სეზგინი იყო მოწაფე მუსა ეროღლუსი‚ რომელიც ცხრა წელი მოღვაწეობდა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა ტურიზმის სამინისტროს ფოლკლორულ ანსამბლში‚ იგი არის მუსიკალური სკოლის დამაარსებელი და ბევრი მოწაფის აღმზრდელი∙ კონცერტს თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი‚ საელჩოს წარმომადგენლები‚ ორგანიზაცია TİKA თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი‚ ცენტრის მსმენელები‚ საქართველოში მცხოვრები თურქები და ხელოვნების მოყვარული ქართველები დაესწრნენ∙ პროგრამაზე‚ რომელიც თურქეთის 7 რეგიონის თურქუებს მოიცავდა‚ ადგილი დაეთმო თურქუს შესახებ მცირე ისტორიებსაც∙ თურქუებს‚ რომელნიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ თურქი კაცის ხასიათს‚ სტუმრებიც აყვნენ და სასიამოვნო საღამო გაატარეს∙∙ „თურქუ არ მიყვარს∙ ამ სიტყვების მთქმელსაც კი უყვარს თურქუ∙” „არ არსებობს თურქი‚ თურქუ რომ არ უყვარდეს∙ „თურქუ არ მიყვარს” ამ სიტყვების მთქმელსაც კი უყვარს თურქუ∙ იუნუს ემრეს ინსტიტუტში თქვენ სწავლობთ თურქულ ენას და ეცნობით ჩვენს კულტურას∙∙ თურქუ არის ის‚ რაც საუკეთესოდ წარმოგვაჩენს ჩვენ∙∙” აღნიშნა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა∙