"თურქეთი"   ზამთრის გამოფენა-ბაზრობაზე

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა  მონაწილეობა მიიღო "ზამთრის გამოფენა-ბაზრობაზე", რომელიც  ტრადიციულად ყოველ წელს იმართება  საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG), თბილისში მდებარე საელჩოებისა და საკონსულოების ორგანიზებით.

წელს მე-16 გამართულ გამოფენაზე თურქეთთან ერთად აზერბაიჯანის, აშშ,  ინგლისის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის, ჩინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ირანის, ლატვიის, ლიტვის, ჰოლანიდიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, შვედეთის, უკრაინისა და კატარის ჩათვლის, სულ-24 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

მნახველთა სიმრავლით გამოირჩეოდა თურქული სტენდი, სადაც სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დასახმარებლად, გასაყიდად წარდგენილი იყო სუვენირები, ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები, საკვები პროდუქტი.

გამოფენაზე, რომელიც დილით ადრე დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა და რომელსაც ხუთი ათასამდე სტუმარი ჰყავდა, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მოწვეული კალიგრაფი ნები ილმაზის მიერ გაფორმებულმა სუვენირბმა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.