სერთიფიკატების მღელვარება თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, 100 მსმენელს, რომელთაც წარმატებით შეისწავლეს თურქული ენა,  გადაეცათ  სერთიფიკატები.

24 ივნისს ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარებულ ღონისძიებას კულტურის ცენტრის მსმენელებთან ერთად დაესწრნენ საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი ზექერია გულთექინი, საქართველოში TİKA-ს კოორდინატორი მუსტაფა კორკმაზი, ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალის დირექტორი მეჰმედ უჩარი.

ღონისძიებაზე, სადაც სიმღერა შეასრულეს კულტურის ცენტრის მსმენელებმა,  ტრინიდადი და ტობაგოელი მსმენელის ქერიმის მიერ თურქეთისა და თურქი ხალხის შესახებ წარმოთქმულმა სიტყვამ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღფრთოვანება დაიმსახურა.

აუსტინი: თურქეთი ჩემი მეორე სამშობლოა

ქერიმ აუსტინმა აღნიშნა, რომ იგი 6 წლის წინ საქართველოში სამედიცინო განათელბის მისაღებად ჩამოვიდა, სადაც იგი შეხვდა თურქ სტუდენტებს და გაიცნო თურქული ენა, მოგვიანებით კი დაიწყო თურქული ენის შესწავლა თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი თბილისში.  აუსტინმა ასევე დასძინა, რომ  კულტურის ცენტრის თანამშრომლების ყურადღებიანმა დამოკიდებულებამ,  დიდი გავლენა იქონია მასზე და თურქული ენის მასწავლებლებს, მთელს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს  მადლობა გადაუხადა  მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

"თურქეთი ჩემი მეორე სამშობლოა"-ო თქვა აუსტინმა და თურქულ ენაზე დაწერილი 4 გვერდიანი ტექსტი წაუკითხა დარბაზში მსხდომთ.  მან ასევე აღნიშნა, რომ ცხოვრების მომდევნო ეტაპი განაგრძოს თურქეთში, როგორც ექიმმა.