სადიკ იალსიზუჩანლარი ქართულ ლიტერატურულ სამყაროს გაეცნო

Yazıcı-dostu sürüm

მრავალი რომანის, მოთხრობის, ესეს, სცენარისა თუ კვლევისა და წიგნის ავტორი, მწერალი სადიკ ილასიზუჩანლარი თბილისის მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართველ ლიტერატურისმოყვარულთ  შეხვდა.

მწერალი, რომლის არაერთი რომანი თარგმნილი და გამოცემულია მსოფლიოს მრავალ ენაზე,  მწერალთა სახლში ქართველი მკითხველის წინაშე ბოლო რომანით "დიამანდი" წარსდგა.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის პირველი მოადგილე მუთებერ ქილიჩი, განათლების საკითხებში მთავარი მდივანი ტუფან ქარადენიზი, ვაჭრობის საკითხებში მთავარი მდივანი ბეშირ იდიქერი, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის დირექტორი ზექერია გულთექინი, გამომცემლობების წარმომადგენლები და აკადემიკოსები ესწრებოდნენ, სიტყვით გახსნა საქართველოს მწერალთა სახლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა დავით გაბუნიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ  თურქ მწერლებს საკმარისად არ იცნობს ქართველი მკითხველი და გამოთქვა სურვილი  პროგრამაში მომავალში თურქეთიდან კიდევ უფრო მეტი მწერლის ჩართვის შესახებ.

ფესტივალზე  მწერლის  რომანიდან  "დიამანდი"  ქართულად თარგმნილი გვერდები იქნა წაკითხული.  მწერალმა რომანის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ წიგნი 1887-1963 წლებში მოღვაწე იამან დედეს (დიამანდი) შესახებ გვიამბობს.  საუბრისას იუნუს ემრესა და მევლანასთან ერთად ქართველ პოეტ შოთა რუსთაველის პოემიდანაც წაიკითხა სტროფები და "მსგავსი ღონისძიების ძველ ქალაქ თბილისში განხორციელება მართლაც რომ მნიშვნელოვანია.  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისათვის ეს ახალი მიმართულების მიმცემი იქნება"-ო დასძინა მწერლამა.