მოხსენება თურქული ლიტერატურის შესახებ საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში  წაიკითხეს მოხსენება თემაზე „დიალექტების კვლევების კულტურული და ენათმეცნიერული მნიშვნელობა და თურქეთის თურქულის დიალექტები“.

2016 წლის 23-24-25 მაისს ჩატარდა მოხსენება, რომლის ფარგლებშიც საქარიის უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების აკადემიკოსი პროფ. მუჰარემი საქართველოში თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს შეხვდა.

მოხსენებები წაკითხულ იქნა თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელთანაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი თანამშრომლობს პროტოკოლის ფარგლებში და მოხსენებებს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ზექერია გულთექინი, თურქოლოგიის მიმართულების მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

მუჰარემმა აღნიშნა, რომ თურქული ენა მსოფლიოში გავრცელებულ ენათა შორის ერთ-ერთია. „ის, რომ ენას, რომელზეც ამდენი ადამიანი საუბრობს, აქვს ბევრი დიალექტი, ეს მის სიმდიდრეზე მეტყველებს“-განაცხადა მან. ოჩალანმა ასევე აღნიშნა, თურქულმა ენამ, რომელზეც ანატოლიის ბევრ რეგიონში მეტყველებენ თავისი ავთენტურობა დაკარგა. დღესდღეობით განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით დიალექტების კვლევა კიდევ უფრო გამარტივებულია; მნიშვნელოვანია, ამ სფეროში ჩატარებული ძველი კვლევები განვაახლოთ ტექნოლოგიების საშუალებით და შევმატოთ ისინი ენათმეცნიერებას.

მოხსენების დასასრულს  პროფ. მუჰარემ ოჩალანმა მსმენელების შეკითხვებს უპასუხა.