ბათუმში თურქული ენის სწავლების შესახებ სემინარი

Yazıcı-dostu sürüm

იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტმა ბათუმში ჩაატარა სემინარი თურქული ენის სწავლების შესახებ.

თურქეთის განათლების სამინისტრომ, რომელიც ბათუმში თურქეთის საკონსულოს ბაზაზე ასწავლის თურქულ ენას, მასწავლებლებისთვის მოაწყო ტრენინგები, რომლის გახსნასაც  იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტის თავმჯდომარე პროფ. ჰაიათი დეველი, განათლების სამინისტროს ევრო კავშირისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ი. ზია იედიილდიზი, ბათუმში თურქეთის კონსული იასინ თემიზქანი, თურქული ენის სწავლების ცენტრის დირექტორი იბრაჰიმ გიულთექინი, კულტურის ცენტრების კოორდინატორი მუსტაფა ბალჯი, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ზექერია გულთექინი, საქართველოში თურქეთის საელჩოს განათლების საკითხებში მრჩეველი თუფან ქარადენიზი და გაზი უნივერსიტეტის თომერის დირექტორის მოადგილე მუსტაფა ქურთი დაესწრნენ.

გახსნით ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა ბათუმში თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა თურქული ენის სწავლებისას თურქული კულტურისა და ისტორიის როლს და „ბათუმთან მდიდარი ისტორიული კულტურული ურთიერთობები გვაკავშირებს. ბათუმში აღნიშნული სემინარის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს თურქული ენის სწავლების მხარდაჭერის საქმეში“. - განაცხადა იასინმა.

ინსტიტუტის თავმჯდომარემ პროფ. დეველიმ კი განაცხადა რომ საქართველოში მაღალია თურქული ენის სწავლების მოთხოვნა და შესაბამისად თბილისის შემდეგ ბათუმშიც გაიხსნება კულტურის ცენტრი.  ქვეყნის გარეთ არსებული იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტების უმნიშვნელოვანესი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ თურქული ენის სწავლებაა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინსტიტუტი თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან.

სიტყვა წარმოთქვა თურქეთის განათლების სამინისტროს ევრო კავშირისა და საგარეო ურთიერთობათა გენერალურმა დირექტორმა იედიილდიზმა, რომელმაც განაცხადა, რომ თურქული ენის სწვალების საკითხში  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი დიდი როლს თამაშობს „ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომელთაც იციან როგორ შეასწავლონ თურქული ენა მეცნიერულად, ამასთან შეუძლიათ თურქული კულტურისა და ღირებულებების წარმოჩენა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სამინისტრო იუნუს ემრეს ინსტიტუტთან მჭიდრო კავშირშია“-განაცხადა მან.

თურქული ენის სწავლების საკითხში იუნუს ემრეს ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული 4 დღიანი პროგრამის დასასრულს მონაწილე მასწავლებლებს მონაწილის სიგელი გადაეცათ.

ბათუმში თურქეთის საკონსულოში ყოველწლიურად 800-მდე მსურველი სწავლობს თურქულ ენას, რომელთაც იუნუს ემრეს ინსტიტუტი სასწავლო მასალებითა და პროგრამებით უჭერს მხარს.