ქართველი ბავშვები თოჯინების სპექტაკლზე შეიკრიბნენ

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის 31-ე და 71-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, რომელნიც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტის „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ ფარგლებში შეისწავლიან თურქულს, როგორც არჩევით უცხო ენას, გაიმართა თოჯინების წარმოდგენა. 

2023 წლის 16-17 ნოემბერს ვენტრილოკისტმა-თოჯინების ხელოვანმა გიულთენ იაზიჯიმ 31-ე და 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც ხორციელდება პროექტი „ჩემი არჩევანია თურქული ენა“,  მოაწყო თოჯინების სპექტაკლი. ღონისძიებას, რომელმაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია, მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა წარმოდგენაში მოანწილეობა მიიღეს ცეკვითა და სიმღერით. 

საქართველოში  პროექტით „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ თურქული ისწავლება, როგორც არჩევითი უცხო ენა

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ  (YEE) განხორცილებული პროექტი „ჩემი არჩევანია თურქული ენა“, რომლის მიზანია, მსიფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედ საჯარო სკოლებში ხელი შეუწყოს თურქულის, როგორც არჩევითი უცხო ენის სწავლებას,  2012 წლიდან ხორციელდება საქართველოს საჯარო სკოლებში.  პროექტის ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და საქართველოს დედაქალაქ თბილისის შვიდ საჯარო სკოლას შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი.

რა არის ვენტრილოკვიზმი?

მსოფლიოს  ერთ-ერთი უძველესი ხელოვნების დარგი „ვენტრილოკვიზმი“იგივე „ვენტრილოკი“  სრულდება თოჯინასა და თოჯინების ხელოვანს შორის დიალოგით, რომლის დროსაც ხელოვანი თოჯინას ახმოვანებს პირის მოძრაობის გარეშე, რათა მაყურებელს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ხმას თოჯინა გამოსცემს. მას, ვისაც შეუძლია ილაპარაკოს ისე, თითქოს ხმას სხვა გამოსცემს, ვენტრილოკისტი ეწოდება. სიტყვა ვენტრილოკისტი    ლათინური venter (მუცელი) ,  loqui (ლაპარაკი) სიტყვათა კომბინაციით იქნა წარმოებული, რაც „მუცლიდან მოლაპარაკეს“ ნიშნავს.  სწორედ ამიტომ ვენტრილოკისტებს ხშირად „მუცლიდან მოლაპარაკესაც“ უწოდებენ.

Diğer Etkinlikler

„ჩემი არჩევანია თურქული ენა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის (YEE) ეგიდით...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და ქუთაისის კერძო სკოლას „ღონე ქვეყნისა“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „თურქული...