თბილისში თემატური გამოფენა „რესპუბლიკის 100 წელი“

Yazıcı-dostu sürüm

„ჩემი არჩევანია თურქული ენა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის (YEE) ეგიდით ხორციელდება, თურქული ენის სწავლების პარალელურად, მოსწავლეთა მოტივაციისა და მათი ნიჭის გამოვლენის მიზნით, ტარდება  კონკურსები  კულტურისა და ხელოვნების დარგებში.

აღნიშნულის ფარგლებში, თბილისის იუნუს ემრეს ახელობის ინსტიტუტის (YEE) ორგანიზებით, სპეციალურად რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა ფერწერის კონკურსი სახელწოდებით „რესპუბლიკა და თურქეთი.“

კონკურსის გამოფენა და დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში ჩატარდა  მოსწავლეთათვის, რომლებიც სწავლობენ თურქულს, როგორც არჩევით უცხო ენას, 2023 წლის 2 დეკემბერს თბილისის YEE - ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

ცერემონიალს ესწრებოდნენ თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი ჯან გიურაი, ინსტიტუტის თანამშრომლები, მოსწავლეები და მშობლები. ცერემონილაზე, სადაც რესპუბლიკის თემატიკასთან ერთად თურქული კულტურის შესახებ 18-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი,  კონკურისის მონაწილე სამ გამარჯვებულ ბავშვს გადაეცა ჯილდო.

კონკურსში პირველი ადგილი ერგო თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა თაკვარელიას, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გიგოიძეს- მეორე ადგილი, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ელისაბედ ჩიქობავას კი წილად ხვდა მესამე ადგილი. ამასთან კონკურსის მონაწილე ყველა ბავშვს გადაეცა საჩუქრები.

ღონისძიება საჩუქრების გადაცემით, ფოტოგადაღებითა და გამასპინძლებით დასრულდა.

საქართველოში  „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ პროექტის ფარგელბში თურქული ენა ისწავლება, როგორც არჩევითი უცხო ენა

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის (YEE)  მიერ განხორციელებული პროექტი „ჩემი არჩევანია თურქული ენა“, რომლის მიზანია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედ საჯარო სკოლებში ხელი შეუწყოს თურქულის, როგორც არჩევითი უცხო ენის სწავლებას, 2012 წლიდან ხორციელდება საქართველოს საჯარო სკოლებში. პროექტის ფარგლებში იუნუს ემრეს სახლობის ინსტიტუტსა და საქართველოს დედაქალაქ  თბილისის შვიდ საჯარო სკოლას შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი.

 

 

Diğer Etkinlikler

თბილისის 31-ე და 71-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, რომელნიც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და ქუთაისის კერძო სკოლას „ღონე ქვეყნისა“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „თურქული...