71-ე საჯარო სკოლაში თურქული ენის გაკვეთილები დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში თურქული ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის სწავლების საკითხში პირველი ნაბიჯები გადადგა.

პროექტის „თურქული ჩემი არჩევანია“ ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია მსურველებს შეასწავლოს ენა, სკოლის მოსწავლეებს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი თურქული ენის სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა პაატა გორგოლაშვილმა შეაფასა პროექტი, ხაზი გაუსვა თურქეთისა და საქართველოს მეზობლურ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ თურქული ენის სწავლების პროექტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ოზგე აქბაშმა კი აღნიშნა, რომ ინსტიტუტი 2013 წლიდან ახორციელებს პროექტს „თურქული ჩემი არჩევანია“, რომლის ფარგლებშიც სკოლებში მოსწავლეები სწავლობენ თურქულს, როგორც არჩევით უცხო ენას.

„თურქულს ვასწავლით, როგორც არჩევით უცხო ენას. პროექტის ფარგლებში, დღესდღეობით თბილისის 6 საჯარო სკოლაში 510 მოსწავლეს ვუტარებთ გაკვეთილებს“ განაცხადა აქბაშმა.

500-მა მოსწავლემ თურქული აირჩია

ინსტიტუტი, რომელიც 2012 წლის 31 მაისიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქული კულტურის, ხელოვნების გაცნობისა და უცხოელთათვის თურქული ენის სწავლების მიზნით, 2018-2019 სასწავლო წლის მონაცემებით 500 მოსწავლეს ასწავლის თურქულ ენას, როგორც არჩევით უცხო ენას.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, გარდა საბაზისო, საშუალო და მაღალ საფეხურებზე თურქული ენის შემსწავლელი კურსებისა, „თურქული ჩემი არჩევანია“ პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის ენას, როგორც არჩევით უცხო ენას.

პროექტის ფარგლებში 71-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა თურქული ენის შემსწავლელი წრე, სადაც 21 მოსწავლე სწავლობს ენას. მომავალი წლიდან აღნიშნულ სკოლაში თურქული ენის სწავლება გაგრძელდება, როგორც არჩევითი უცხო ენა.