ბაღლამას კურსი თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ,  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA)  თბილისის ოფისის მხარდაჭერით თბილისში ბაღლამას შემსწავლელი კურსი დაიწყო. 

ბაღლამა, საქართველოსა და თურქეთის საერთო კულტურული ღირებულებებიდან ერთ-ერთია და მისი პოპულარიზაციისა და სწავლების მიზნით გახსნილი  კურსებით სხვადასხვა ასაკის ადამიანები  ინტერესდებიან.

სწავლება დაიწყო ბაღლამას შესახებ თეორიული მასალის მიწოდებით, მოგვიანებით კი მსმენელები შეისწავლიან როგორც თურქულ და ქართულ საკრავებს შორის არსებულ სხვაობებსა და მსგავსებებს, ისე საკრავის ტექნიკას. მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა კურსის განმავლობაში შეისწავლონ და დაუკრან ბაღლამაზე ორი ქვეყნის საუკეთესო ნაწარმოებები.

პირველ გაკვეთილზე ბაღლამას ოსტატმა ომერ ქილიჩმა განაცხადა: „ ბაღლამა, პირველი საკრავია, რომელიც თურქული მუსიკალური საკრავების  ხსენებისას გონებაში მოდის. ვიცით, რომ ქართულ კულტურაშიც არის მსგავსი მუსიკალური ინსტრუმენტი. რაც, ვფიქრობ,  ორი ქვეყნის სიახლოვეს კიდევ უფრო ამტკიცებს. კურსის განმავლობაში მსმენელებს შევასწავლით როგორც ბაღლამას დაკვრას, ისე თურქუებსაც.

ბაღლამას კურსი თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში გაგრძელდება სამი თვე და მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 4 საათი.