განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინქტიტუტმა, 2020 წლის 28-29 თებერვალს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან და დამთვალიერებელთა თვალსაზრისით რეიტინგული გამოფენებიდან ერთ-ერთში, განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. გახნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, გამოფენის ორგანიზატორებმა, უცხოური მისიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, მშობლებმა და ზოგადად თბილისის მაცხოვრებლებმა.

გამოფენაში, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზატორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო სივრცეში მოეწყო, წელს 12 ქვეყნიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, აშშ, უკრაინა, სომხეთი, იტალია, ესტონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ინგლისი და პოლონეთი) დაახლოებით 100 დაწესებულება მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებმა ინფორმაცია მიიღეს განათლების, საზღვარგარეთ სწავლის, უცხო ენის შესწავლის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და მათთვის საინტერესო სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები, პრეზენტაციები და პრეს-კონფერენციები.

 „ექსპო ჯორჯიაში“  გამოფენას ეწვივნენ უცხოური მისიის წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეები, ვისაც თურქეთში განათლების მიღება სურს. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კურსებისა და ღონისძიებების პოპულარიზაციის, ქართველ სტუდენტებში თურქული უნივერსიტეტების ცნობადობის ამაღლების მიზნით.

გამოფენა 2020 წლის 29 თებერვალს დახურვის ცერემონიით დასრულდა.