"გზა ომიდან მშვიდობამდე" გამოფენა თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოს დედაქალაქ თბილისში "ჩანაკალე-გზა ომიდან მშვიდობამდე" გამოფენა გაიხსნა.  ჩანაკალეს (გალიპოლის) ბრძოლიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.

გამოფენა გაიხსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.  გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა  კობახიძე,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძე,  საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, იტალიისა და ვატიკანის ელჩები საქართველოში,  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსები და თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დიექტორი ზექერია გულთექინი.

"ბედნიერი ვარ, რომ გაიხსნა გამოფენა. ჩანაკალეს (გალიპოლი) ბრძოლები,  ეს არის გზა ომიდან მშვიდობამდე.  ადვილია, იპოვო უარყოფითი, ნეგატიური მხარეები ომში, რომელიც წარსულში დარჩა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სწორედ ამ ბრძოლებში დაინახო  დადებითი და ადამიანური მხარეები.  სწორედ ამას ჰქვია გზა ომიდან მშვიდობამდე."-განაცხადა თურქეთის  სრულუფლებიანმა ელჩმა.

იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დირექტორმა ზექერია გულთექინმა მადლობა გადაუხადა დამსწრეებს: " ამ ომმა არა მხოლოდ თურქეთზე, არამედ მსოფლიო პოლიტიკაზე იქონია გავლენა. გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილია თურქეთის სახელმწიფო არქივებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფოტომასალა, ასახულია ომში დაბადებული  მშვიდობისა  და  მეგობრობის თემები"-დაამატა მან.

გამოფენა, რომელმაც მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს ვიზიტორთ.