კონცერტი „ანატოლიის ჰანგები Ney in Ethno Jazz“ თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

       იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში კონცერტი „ანატოლიის ჰანგები Ney in Ethno Jazz“ გამართა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ კონცერტს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანი, საელჩოს თანამშრომლები, უცხოური მისიის წარმომადგენლები, ორგანიზაცია TİKA-ს თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი, თურქეთის ავიახაზების თბილისის ოფისის დირექტორი შერაფეთთინ ექიჯი და ხელოვნების მოყვარულები დაესწრნენ. კონცერტზე ნეის არტისტ ბურჯუ ქარადაღს აკომპანიმენტი გაუწია ალაფსარ რაჰიმოვმა-ბალაბანი, ეთიბარ ასადლმა-ფორტეპიანო, ექინ ჯენგიზქანმა-დასარტყამი ინსტრუმენტი და პიერ თომას ფრიდომმა-გიტარა.

მსმენელებმა ბურჯუ ქარადაღის შერულებული მუსიკალური ნაწარმოებებით დიდი სიამოვნება მიიღეს. თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ძალიან ამაყი და ბედნიერი იყო: „არა მარტო ჩვენ, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმაც მოისმინეს ანატოლიისა და აზერბაიჯაინის თურქული ჰანგები. ძალიან სასიამოვნოა ნეისა და ჯაზის შერწყმა. ძალიან კარგი და ამაღელვებელი ღონისძიება გამოვიდა“.

      ხელოვანმა ქარადაღმა აღნიშნა, რომ კონცერტმა, რომელზეც ანატოლიის, აზერბაიჯანული და ბალკანური ფოლკლორული სიმღერები შესრულდა, ხალხის დიდი ინტერესი დაიმსახურა. ქარადაღმა თქვა, რომ საქართველოში ნეის საკმარისად არ იცნობენ; „ აქ ძალიან ბევრია მსურველი, ვისაც ამ საკრავის ხმის მოსმენა სურს, თუმცა არ არის შემხრულებელი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კონცერტით ჩვენი კულტურა და მუსიკა საქართველოში გავაცანით. ხალხის ემოციების დანახვამ ჩვენ ძალიან გაგვაბედნიერა. შევასრულეთ აქაური ნაწარმოები „ჯილველო“. ვფიქრობ, რომ ბევრი საერთო გვაქვს“.

კონცერტი ფოტოების გადაღებითა და საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

პატარები ნეის გაეცვნენ

              კონცერტის „ანატოლიის ჰანგები Ney in Ethno Jazz“ ფარგლებში თბილისში ჩამოსულმა ხელოვანებმა საქართველოს ინტერნაციონალური  მაარიფის სკოლებისა და სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრის „აისი“ მოსწავლეებისთვის პატარა კონცერტები გამართეს. პატარებმა ნეი პირველად იხილეს. ისინი მუსიკას აყვნენ და  დიდი აღტაცება გამოხატეს.