მშვილდოსნობის კურსდამთავრებულთა სასერთიფიკატო მღელვარება

Yazıcı-dostu sürüm

„მშვილდოსნობის პროექტის“ ფარგლებში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ 5 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ქალაქ მარნეულში გახსნილი ტრადიციული თურქული მშვილდოსნობის კურსი შეჯიბრებითა და სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის ელჩი თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანი, საელჩოს განათლების მრჩეველი იუქსელ ქარა, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ალი ოღუზჰან იუქსელი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მსმენელები.

ელჩმა იაზგანმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თითოეულ რეგიონს თავისი ტრადიცია და კულტურა აქვს, თუმცა ცენტრალური აზიიდან ბალკანეთის ქვეყნებამდე არსებობს ბევრი საერთო ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენა, მუსიკა და სპორტი.

იაზგანმა აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურა და ტრადიციები ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებას განაპირობებს. ამასთანავე დასძინა, რომ თურქული მშვილდოსნობის კურსის მსგავსი აქტივობები აძლიერებს კულტურულ ხიდებს აზერბაიჯანს-საქართველოს-თურქეთს შორის.

იაზგანმა ბრძანა, რომ თურქულ მშვილდოსნობას გარკვეული სტილი და ტექნიკა აქვს. „ეს  არის ტექნიკა, რომელიც სწრაფი, მიზანმიმართული და დისციპლინირებული ვარჯიშის გზით მიიღწევა“.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა იუქსელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტრადიციული თურქული მშვილდოსნობის არსებობის გამო ამაყობენ.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ მშვილდოსნობის კურსის კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს ისრის სროლის შეჯიბრში.

შეჯიბრის შემდეგ გამართული სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

მომავალში მშვილდოსნობის კურსის გახსნა კვლავ იგეგმება.

 

 

Diğer Etkinlikler

ტრადიციული თურქული მშვილდოსნობის პოპულარიზაციისა და სპორტის ამ დარგში სპორტსმენების აღზრდის გზით კულტურათაშორის...