„Rafadan Tayfa“ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „თოფუზი“

Yazıcı-dostu sürüm

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“, რომელიც  ბათუმში ყოველწლიურად ეწყობა, წელს მეთერთმეტედ გაიმართა.

ფესტივალზე, რომელსაც მხარს უჭერდა ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ტვ იმედი, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი, პირველი არხი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამის თეატრი, ანიმაციის განვითარების ფონდი, სხვადასხვა საელჩო და ჩვენი ინსტიტუტი, მოეწყო ვორკშოპების, ანიმაციური ფილმების ჩვენების, სემინარებისა და გამოფენების მსგავსი ღონისძიებები.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა უმასპინძლა რეჟისორ ისმაილ ფიდანს, რომელმაც ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „თოფუზი“ თურქეთი წარადგინა. რეჟისორმა ფიდანმა ბავშვებისთვის ჩაატარა ვორკშოპი და მოუთხრო, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი. ვორკშოპის შემდეგ ნაჩვენები იქნა ანიმაციური ფილმი „Rafadan Tayfa“.

ფესტივალის შემდეგ რეჟისორი ფიდანი ბათუმის თურქულ სკოლას ეწვია, სადაც ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ ნაჩვენები იქნა ფილმი „Rafadan Tayfa“. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ეს ანიმაციური ფილმი ძალიან უყვართ. ამასთანავე მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ რეჟისორ ფიდანისთვის.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ 2019 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება.