თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სასერტიფიკატო და მე-6 წლის ცერემონია

04/06/2018

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, 2018 წლის 31 მაისს, თბილისში ინსტიტუტის გახსნიდან მე-6 წლის აღსანიშნად და თურქული ენის კურსის სერტიფიკატების გადაცემის მიზნით ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებას ორგანიზაცია “თიკა“-ს თბილისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, კოორდინატორის მოადგილე ნეჯლა დემირდაღი, თბილისში მოღვაწე თურქი ბიზნესმენები, მეწარმეები, ძველი და ახალი მსმენელები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი დოქტ. სელჩუკ ქურშად ქოჯა, რომელმაც ბრძანა: „იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი  არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში აფასებს კულტურასა და ხელოვნებას. სადაც ჩადის, ყველა ქვეყანაში ადგილობრივი და თურქული კულტურის გაერთიანებას ცდილობს. ჩვენც საქართველოში ამ მიზნით ვმოღვაწეობთ. საქართველოსა და თურქეთს საკმაოდ ბევრი საერთო აქვს და ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.  ამ მსგავსებების დანახვა თავისუფლად შეგვიძლია საერთო სიტყვებში, სამზარეულოში, ტრადიციებში, კულტურასა და ხელოვნებაში. ჩვენ შორის არიან თქვენი მეგობრები, რომლებმაც სერტიფიკატების აღების უფლება მოიპოვეს. ვულოცავ თქვენს მეგობრებს, რომლებიც თურქული ენის შესწავლით თურქული ენის მოხალისე ელჩები არიან და ვისურვებ, რომ მათი ინტერესი თურქული ენის მიმართ გაგრძელდეს. დღეს, როცა ჩვენს მეექვსე წელს აღვნიშნავთ, მინდა იცოდეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ ჩვენს მსმენელებთან ერთად. იმიტომ რომ, ორ ქვეყანას შორის ჩვენ მიერ დადებული ხიდების არსებობას თქვენ შეუწყობთ ხელს“.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ 43 მსმენელს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს A1, A2, B1 და B2 საფეხურები, გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიება მსმენელების მიერ წაკითხული ლექსებითა და სიმღერებით გაგრძელდა. ასევე სტუმრებმა ნახეს ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ცენტრში გადაღებული მსმენელების ფოტოებით მომზადებული სლაიდ-შოუ.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი 6 წელია თურქულ ენას ასწავლის.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა 6 წლის განმავლობაში დაახლოებით 2500 ადამიანს ასწავლა თურქული ენა. თურქული ენის სწავლების, თურქული კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიის გაცნობის მიზნით საქართველოში მოეწყო ღონისძიებები. საქართველოში არსებულ ოფიციალურ და კერძო დაწესებულებებთან ერთად ხელი მოეწერა ბევრ საქმიანობას. პროექტის „ჩემი არჩევანია თურქული ენა“  ფარგლებში, ქართველი მოსწავლეები სკოლებში არჩევით ენად სწავლობენ თურქულს.

ღონისძიება ტორტის დაჭრითა და ფოტოების გადაღებით დასრულდა.