თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით საქმიანობს, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსი 28 თებერვალს დაიწყო. თურქული ენის შემსწავლელი კურსის A1, A2, B1, B2 და C1  საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულთა შორის ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები  სხვა ქვეყნების მოქალაქეები და უცხოელი მისიონერებიც არიან.

 

კოვიდ-19 პანდემიის გამო, ინსტიტუტში მეცადინეობები ჩატარდება არა პირისპირ, არამედ ინტერნეტის საშუალებით. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, პანდემიის პერიოდშიც შეისწავლონ თურქული ენა. ვინაიდან მეცადინეობები ინტერნეტის საშუალებით ტარდება, ჩვენს კურსზე რეგისტრაცია გაიარა თურქული ენის შესწავლის 300-ზე მეტმა მსურველმა  არამარტო თბილისიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან.    

ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 5000-ზე მეტმა მსმენელმა შეისწავლა თურქული ენა.  თურქული ენის შემსწავლელ კურსზე, რომელიც ერთ-ერთი მსოფლიო ენის სწავლების მიზნით გაიხსნა, სასწავლო პროცესი ენების სწავლების საერთო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თანაბრად უთმობს ადგილს ენის ოთხ საბაზისო კომპონენტს (წაკითხულის გააზრება, მოსმენა, საუბარი და წერა).

ექვსი საფეხურისგან  შემდგარი A1, A2, B1, B2, C1, C2 დონეების სასწავლო პროცესიის სწავლების ენაა თურქული. თითოეული დონე მოიცავს 72 საათიან ორ კურსს. გაკვეთილებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო  Yedi İklim Türkçe.  საგაკვეთილო პროცესს უძღვებიან ამ სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. მსმენელებზე, რომლებიც საფეხურის ბოლოს წარმატებით გაივლიან კურსის დამამთავრებელ გამოცდას, გაიცემ სერთიფიკატი და მათ უფლება ეძლევათ, გაიარონ შემდეგი საფეხური.

ჩემი არჩევანია თურქული ენა

ინსტიტუტი,  რომლის მიზანიც თურქული ენის სწავლებასთან ერთად თურქული კულტურის გაცნობა, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაა, აგრძელებს პროექტს „ჩემი არჩევანია თურქული ენა“.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თურქული ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის სასწავლებლად, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი 2013 წლიდან ქ. თბილისში ახორციელებს პროექტს  „ჩემი არჩევანია თურქული ენა“.  პროექტის ფარგლებში, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინტიტუტის კოორდინაციით თბილისში თურქული ენა ისწავლება, როგორც მეორე არჩევითი ენა. 

 

Diğer Etkinlikler

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან...

პანდემიის დასრულებასთან ერთად მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ცხოვრებას. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში,...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...