თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსები იწყება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ზრდასრულთათვის თურქული ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსებზე მეცადინეობები 2019 წლის 24 ივნისს დაიწყება. თურქული ენის კურსები A1; A2; B1; B2; C1; C2 სულ 6 საფეხურისგან შედგება. თითოეული საფეხური შედგება 2 კურსისაგან და კვირაში 15 საათიანი, ჯამში 72 საათიანი მეცადინეობებისაგან. ჩვენს ცენტრებში თურქული ენის კურსებზე სამუშაო ენაა თურქული და ევროპულ ენათა საერთო ჩარჩოს ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი  ნაკრები  Yedi İklim Türkçe გამოიყენება. თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე გამოიყენება მასალები კითხვის, მოსმენის, წერისა და მეტყველების უნარების განსავითარებლად.  კურსის დასასრულს წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები. 

კურსებზე რეგისტრაციის თარიღები:

3 - 21 ივნისი 2019

ენის ცოდნის განსმსაზღვრელი გამოცდის  რეგისტრაციის თარიღი:

3-18 ივნისი 2019

ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდის თარიღი:

19 ივნისი  2019

კურსის დაწყების თარიღი:

24 ივნისი 2019

კურსის დამთავრების თარიღი:

25 ივლისი 2019

დეტალური ინფორმაციისთვის;

☎️ +995322980097

tiflis@yee.org.tr