თბილისსა და მარნეულში ნოვრუზის მხიარულება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა, საქართველოში თურქეთის საელჩოს ეგიდით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს  (TİKA) თბილისის ოფისთან, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტსა და მარნეულის კრეატიული ახალგაზრდების აკადემიასთან თანამშრომლობით ჩაატარა ნოვრუზის ღონისძიებები საქრთველოში, თბილისსა და მარნეულში.

თბილისში ღონისძიება 2019 წლის 15 მარტს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ღონისძიებამ, რომელშიც მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტის ფოლკლორული ცეკვების ანსამბლები,  საქართველოში თურქეთის ელჩის პირველი მოადგილის ონურ სევიმის,   TİKA თბილისის კოორდინატორის ნეჯლა დემირდაღის, თურქეთის ავიახაზების თბილისის დირექტორის შერაფეთინ ექიჯის, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების, საელჩოებისა და კულტურის ცენტრების  წარმომადგნებლების, თბილისში მცხოვრები თურქების, უცხოეთის მოქალაქეებისა და ქართველების დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

ელჩის მდივანმა ონურ სევიმმა წარმოთქმა სიტყვა და განაცხადა"  "ნოვრუზი გაზაფხულის შემობრძანების სიმბოლოა. იგი ლამაზ გრძნობებსა და იმედს განასახიერებს. გაზაფხულის შემობრძანება სხვადასხვა  კულტურებში განსხვავებული დღესასწაულებით აღინიშნება. საქართველოში ნოვრუზის აღსანიშნავად  ღონისძიება დავგეგმეთ. საელჩოს სახელით მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზაციას, რომელთაც წვლილი შეიტანეს ღონისძიების დაგეგმვასა და მომზადებაში." 

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნიკა მიქაუტაძემ სიტყვა ნოვრუზის დღესასწაულის მილოცვით დაიწყო და  " იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან კარგი თნამშრომლობა გვაქვს.  ერთად ბევრ პროექტს ვახორცილებთ და ამით კიდევ უფრო ვამყარებთ ჩვენს კავშრებს. გპირდებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გამყარდება.” -ო განაცხადა.

ნოვრუზის ღონისძიებაზე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი წარდგა ცეკვებით "ქართული," "ჯეირანი", "ყაზბეგური", "სამაია",  "მთიულური", და "მლეთური", ხოლო ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტის ანსამბლმა  რეგიონისთვის დამახასიათებელი   “ბაშ ბარი", "ქოჩერი", "ჰანჩერი" უზუნდერე და სექმე" შეასრულეს და დამსწრეებს სასიამოვნო საღამო აჩუქეს. 

ღონისძიების მეორე ნაწილი მარნეულის კულტურის სახლში განხორციელდა. ღონისძიებამ, რომელშიც ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტისა და მარნეულის სარვანის ცეკვების ანსამბლები მონაწილეობდნენ, დიდი მოწონება დაიმსახურა.  ამასთან, მარნეულელმა ახალგაზრდებმა სასიყვარულო სიმღერებითა და ლექსებით ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს. 

ნოვრუზის ღონისძიება საჩუქრის გადაცემით, ფოტოების გადაღებითა და ინტერვიუს ჩაწერით დასრულდა.