თურქული ენა საქართველოში სავალდებულო საგანი გახდა

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და ქუთაისის კერძო სკოლას „ღონე ქვეყნისა“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „თურქული ენა ჩემი არჩევანია“.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართა 2023 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოში, ქალაქ ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ დაცულ ისტორიულ შენობაში, რომელიც გათვლილია 120 მოსწავლეზე. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი თამარ ადეიშვილი, სკოლის დამფუძნებელი მანანა ქარქაშაძე, დირექტორის მოადგილე თინათინ ხეცურიანი და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსიტუტის კოორდინატორი ჯან გურაი.

„ბოლო წლებში თურქული ენა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ენათაგან ერთ-ერთი გახდა“.

კერძო სკოლის „ღონე ქვეყნისა“ დამფუძნებელმა ქალბატონმა მანანა ქარქაშაძემ ბრძანა, რომ მათ სკოლაში თურქული ენის, როგორც სავალდებულო საგნის  სწავლების გადაწყვეტილება უპირველესყოვლისა თურქეთ-საქართველოს ისტორიული სიახლოვის გამო მიიღეს; ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით თურქული ენის ყველაზე მნიშვნელოვან ენათა შორის ადგილის დაკავებამ. ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ თურქეთ-საქართველოს ბევრი საერთო აქვს კულტურის სფეროში; გამოთქვა იმედი, რომ თურქული ენის საშუალებით გამყარდება ურთიერთობები ორი ქვეყნის ხალხს შორის.

„ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია საქართველოში თურქული ენისა და თურქული კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით“.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის კოორდინატორმა ჯან გურაიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ  სკოლის დირექციამ, მსოფლიოს მასშტაბით თურქულ ენის მნიშვნელობის გაცნობიერებით, გადაწყვიტა სკოლაში თურქული ენის სავალდებულო უცხო ენად სწავლება. გურაიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია ქალაქ ქუთაისში და ზოგადად საქართველოში თურქული ენისა და თურქული კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით; იმედი გამოთქვა, რომ ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.

 

Diğer Etkinlikler

„ჩემი არჩევანია თურქული ენა“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის (YEE) ეგიდით...

თბილისის 31-ე და 71-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, რომელნიც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ...