ებრუს ხელოვნების წარდგენა გორში
2021 წლის 22 მაისს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში „ქალის ხელით შექმნილი საოცრებანი“, რომელიც ვირუსისგან დაცვის წესების გათვალისწინებით საქართველოს ხელოვნების სასახლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის იზოლდა მელიქიშვილის ინიციატივით მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტრადიციული ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატები, რომლებმაც წარადგინეს სხვადასხვა ნამუშევარი.
ჩვენმა ინსტიტუტმა გამოფენაზე ტრადიციული ებრუს ხელოვნება წარადგინა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ ახლოს გაცნობოდნენ ებრუს ხელოვნებას და საკუთარი ხელით შეექმნათ ნამუშევრები.
სიტყვით გამოსვლის დროს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და წარმატება უსურვა.
ბატონმა მერმა საკუთარი ხელით შექმნა ებრუს ნახატი, რის გამოც მან კმაყოფილება გამოთქვა.