საქართველოში წიგნის „თურქული სამზარეულო საუკუნოვანი რეცეპტებით“ პრეზენტაცია გაიმართა

Yazıcı-dostu sürüm

2022 წლის 21-27 მაისს, თურქმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს თურქული სამზარეულოს კვირეულთანდაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ ღონისძიებაშითურქული სამზარეულო საუკუნოვანი რეცეპტებით“.

თბილისში, მწერალთა სახლში თურქული კვირეულის ფარგლებში გამართულ წიგნის პრეზენტაციას  საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, თურქეთის ელჩი თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე აჰმედ მისბაჰ დემირჯანი, თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტი  ჰალილ ეთიმეზი, საქართველო-თურქეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტი ბექა ოდიარია, ქართველი დეპუტატები, მინისტრის მოადგილეები, დიპლომატები სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართული საჯარო საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, თურქული დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოში, თურქი და ქართველი ბიზნესმენები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

ელჩმა იაზგანმა პროგრამის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქული სამზარეულოს კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლის ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობით შედგენილი წიგნითურქული სამზარეულო საუკუნოვანი რეცეპტებით წარადგინა.

ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა ქართველი მეგობრებისთვის თურქული სამზარეულოს გემოების წარდგენის გამო და აღნიშნა, რომ თურქი და ქართველი საზოგადოება სამზარეულოს მრავალფეროვნებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

იაზგანმა ხაზი გაუსვა 1992 წლის 21 მაისს თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით ასეთი პროგრამის ორგანიზების მნიშვნელობას.

იუსტიციის მინისტრმა ბრეგაძემ კმაყოფილება გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობისთვის და ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას.

ბრეგაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩ იაზგანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, განაცხადა: „ჩვენ აღვნიშნავთ თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას“.

დემირჯანმა განაცხადა, რომ ამ კვირაში, როცა თურქულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის 30- წლისთავი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, უაღრესად მნიშვნელოვანია უამრავი ძვირფასი ადამიანის მონაწილეობით თურქული სამზარეულოს წარდგენა თბილისში. „ქალბატონმა ელჩმა ჰალილ იბრაფიმის სუფრა გაგვიშალა“, - დასძინა მან.

დემირჯანმა მადლობა გადაუხადა ელჩ იაზგანს იმ ძალისხმევისთვის, რაც თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების წარმატებით გაგრძელებისთვის გამოიჩინა.

ღონისძიებამ, რომელიც იუნუს ემრეს სახეობის ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა, სულ 150 სტუმარს უმასპინძლა.

Diğer Etkinlikler

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა თბილისის ყოველწლიურ ჩაისა და ყველის ფესტივალზე, რომელიც გაზაფხულობით იმართება...