განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

 

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა, 2021 წლის 27-28 მაისს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან და დამთვალიერებელთა თვალსაზრისით რეიტინგული გამოფენებიდან ერთ-ერთში, განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის გახსნაში, რომელიცექსპო ჯორჯიასორგანიზატორობით მოეწყო, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა.

გამოფენაში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო,  თურქეთი, აზერბაიჯანი, აშშ-ს, უკრაინის, იტალიის, ესტონეთი, გერმანიის, ინგლისისა და სხვა ქვეყნების დაახლოებით 120 დაწესებულება მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებმა ინფორმაცია მიიღეს განათლების, საზღვარგარეთ სწავლის, უცხო ენის შესწავლის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და მათთვის საინტერესო სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა  პრეზენტაციები.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კურსებისა და ღონისძიებების პოპულარიზაციის, ქართველ სტუდენტებში თურქული უნივერსიტეტების ცნობადობის ამაღლების მიზნით.

 გამოფენა 2021 წლის 28 მაისს დასრულდა.

 

Diğer Etkinlikler

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით დაბეჭდილი წიგნის „თურქული პოეზიის ანთოლოგია“ წარდგენა, 2020 წლის 22...

2020 წლის 19 დეკემბერს თბილისში რეწვისა და დიზაინის მესამე საერთაშორისო სამიტი „თბილისი ეთნო ფესტი 2020“ ჩატარდა...