რესპუბლიკის დღე საქართველოში აღინიშნა

Yazıcı-dostu sürüm

თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა ახალგაზრდა მხატვრის შენაი სადიკოვის ნახატების გამოფენა „რესპუბლიკა“ გახსნა.

 

2023 წლის 24 ოქტომბერს, დედაქალაქ თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და მუზეუმის თანამშრომლობით ახალგაზრდა მხატვრის შენაი სადიკოვის ნახატების გამოფენა „რესპუბლიკა“ გაიხსნა. გამოფენამ, რომელიც ზეთის საღებავებით შექმნილი 20 ნამუშევარს მოიცავს, დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.  გამოფენის გახსნას  თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი თბილისში ალი ქაან ორბაი, თურქული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები დაესწრნენ.

 

„დღეს, რესპუბლიკის ასწლიან მიღწევებს დამსახურებულად ვამაყობთ“.

 

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორმა გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ როგორც ქვეყანა და ერი დამსახურებულად ვამაყობთ რესპუბლიკის ასწლიან მიღწევებს; მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას რესპუბლიკის ასი წლის იუბილის სიხარულის გაზიარების გამო.

 

„ათათურქისა და რესპუბლიკის აღმოჩენამ, როგორც თანამედროვე მხატვარს  თავი მაპოვნინა“.

 

ახალგაზრდა მხატვარმა შენაი სადიკოვმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს რესპუბლიკის დაარსებისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობის გამო და აღნიშნა: „როგორც საქართველოში დაბადებული და გაზრდილი აზერბაიჯანელი თურქი, ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ თურქეთის ისტორიით, თურქული ლიტერატურითა და ხელოვნებით. ასე აღმოვაჩინე ათათურქი და რესპუბლიკა. ამ აღმოჩენამ როგორც თანამედროვე მხატვარს თავი მაპოვნინა“.

 

„წელს  რესპუბლიკის 100-ე წლისთავს ჩვენს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ“.

 

გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა თბილისში ალი ქაან ორბაიმ კმაყოფილება გამოთქვა თბილისის იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის მიერ მოწყობილ რესპუბლიკის დაარსებიდან 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე დასწრების გამო. ელჩმა აღნიშნა, რომ მხატვარმა ნახატებით გადმოგვცა თურქეთის რესპუბლიკის განვითარება დაარსებიდან დღემდე და დასძინა: „წელს რესპუბლიკის 100-ე წლისთავს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ“.

 

ახალგაზრდა და ნიჭიერი მხატვრის შენაი სადიკოვის მიერ ზეთის საღებავებით შესრულებული 20 ნამუშევრისგან შემდგარი გამოფენა „რესპუბლიკა“, მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმის სამხატვრო გალერიაში დამთვარიელებელთათვის სამი დღის განმავლობაში ღია იქნება.

 

Diğer Etkinlikler

იუნუს ემრეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით იუნესკომ 2021 წელი იუნუს ემრეს წლად გამოაცხადა. ამასთან...