თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით საქმიანობს, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსი 22 თებერვალს დაიწყო. თურქული ენის შემსწავლელი კურსის A1, A2, B1, B2 და C1 საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულთა შორის ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეები და უცხოელი მისიონერებიც არიან.

 

კოვიდ-19 პანდემიის გამო, რომელმაც მთელს მსოფლიოზე მოახდინა გავლენა, ინსტიტუტში მეცადინეობები ჩატარდება არა პირისპირ, არამედ ინტერნეტის საშუალებითმსმენელებს  შესაძლებლობა ექნებათ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, პანდემიის პერიოდშიც შეისწავლონ თურქული ენავინაიდან მეცადინეობები ინტერნეტის საშუალებით ტარდება,  ჩვენს კურსებზე რეგისტრაცია გაიარა თურქული ენის შესწავლის 300-ზე მეტმა მსურველმა არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2021 წლის 5 მარტს თურქული ენის შემსწავლელი კურსი უნივერისტეტის სტუდენტებისთვისაც დაიწყო.

ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 3000-ზე მეტმა მსმენელმა შეისწავლა თურქული ენა. თურქული ენის შემსწავლელ კურსზე, რომელიც ერთ-ერთი მსოფლიო ენის სწავლების მიზნით გაიხსნა, სასწავლო პროცესი ენების სწავლების საერთო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თანაბრად უთმობს ადგილს ენის ოთხ საბაზისო კომპონენტს (წაკითხულის გააზრება, მოსმენა, საუბარი და წერა).

ექვსი საფეხურისგან  შემდგარი A1, A2, B1, B2, C1, C2 დონეების სასწავლო პროცესის სწავლების ენაა თურქული. თითოეული დონე მოიცავ 72 საათიან ორ კურსს. გაკვეთილებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო Yedi İklim Türkçeსაგაკვეთილო პროცესს უძღვებიან ამ სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. მსმენელებზე, რომლებიც საფეხურის ბოლოს წარმატებით გაივლიან კურსის დამამთავრებელ გამოცდას, გაიცემა სერთიფიკატი და მათ უფლება ეძლევათ, გაიარონ შემდეგი საფეხური.

ჩემი არჩევანია თურქული ენა

ინსტიტუტი, რომლის მიზანი თურქული ენის სწავლებასთან ერთად თურქული კულტურის გაცნობა, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაა, აგრძელებს პროექტსჩემი არჩევანია თურქული ენა“.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თურქული ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის სასწავლებლად, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი 2013 წლიდან . თბილისში ახორციელებს პროექტსჩემი არჩევანია თურქული ენა“.  პროექტის ფარგლებში, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტის კოორდინაციით თბილისში თურქული ენა ისწავლება, როგორც მეორე არჩევითი ენა. კოვიდ-19 პანდემიის გამო ზოგიერთ სკოლაში პროექტი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

Diğer Etkinlikler

2022 წლის 9 დეკემბერს, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, 2022 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის სემესტრის თურქული...

2021 წლის 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოში მოქმედი უცხოური ინსტიტუტებისა და ენების შემსწავლელი ცენტრების...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის...

02.02.2021 წელს  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული...