ბაღლამას კურსდამთავრებულთა სასერთიფიკატო მღელვარება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 6 ივლისიდან 24 დეკემბრამდე ორგანიზებული ბაღლამას კურსი კონცერტითა და სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა. ბაღლამას კურსის სემსტრის ბოლოს მოწყობილ ღონისძიებას თურქეთის ელჩი თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის ელჩი თბილისში ფაიქ გულიევი, თურქეთის ავიახაზების საქართველოს ფილიალის დირექტორი შერეფეთთინ ექიჯი და მოსწავლეების ახლობლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა აღნიშნა, რომ იგი საქართველოში მცხოვრები ერთადერთი სახალხო მომღერალ ნარგილე მეჰტიევათი ძალიან ამაყობს, ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ბაღლამას კურსზე.

ქალბატონმა ელჩმა ბრძანა: „ჩვენ კვლავ ვუმასპინძლებთ მსგავს ღონისძიებებს. გავმართავთ კონცერტებს. საქართველოში მუსიკის საშუალებით ერთმანეთს დავაახლოვებთ ადამიანებს თურქეთიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოდან“.

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიქ გულიევმა აღნიშნა, რომ საზისა და ბაღლამას კულტურას თურქი და აზერბაიჯანის ხალხის გულში დიდი ადგილი უჭირავს. ხელოვნების ამ დარგის მომავალი თაობებისთის გადაცემის მიზნით მსგავსი პროექტების განსახორციელებლად მზაობა გამოთქვა.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ ბაღლამას კურსდამთავრებულებმა ერთსაათიანი კონცერტი გამართეს.

კონცერტის შემდეგ გამართული სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

მომავალში ბაღლამას კურსის გახსნა კვლავ იგეგმება.

Diğer Etkinlikler

2022 წლის 15 მარტს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ბაღლამას შემსწავლელი კურსი დაიწყო.

ბაღლამა,...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ბაღლამას შემსწავლელი კურსი დაიწყო.

ბაღლამა, საქართველოსა და თურქეთის...