დაიწყო 2020 წლის შემოდგომის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსები
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში ეწევა საქმიანობას თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის პოპულარიზაციისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით, 2020 წლის შემოდგომის სემესტრის ენის შემსწავლელ კურსებზე მეცადინეობები ამა წლის 5 ოქტომბერს დაიწყო. თურქული ენის შემსწავლელი კურსის A1, A2, B1, B2 და C1 საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულ პირთა შორის ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეები და უცხოელი მისიონერებიც არიან.
Covid – 19 პანდემიიდან გამომდინარე, რომელმაც მთელს მსოფლიოზე მოახდინა გავლენა, ინსტიტუტში მეცადინეობები ჩატარდება არა პირისპირ, არამედ ინტერნეტის საშუალებით. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა სამთვიანი კურსების განმავლობაში, პანდემიის პერიოდშიც შეისწავლონ თურქული ენა. ვინაიდან მეცადინეობები ტარდება ინტერნეტის საშუალებით ჩვენს კურსებზე რეგისტრაცია გაიარა 250 -ზე მეტმა თურქული ენის შესწავლის მსურველმა არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან.
ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 3000-ზე მეტმა მსმენელმა შეისწავლა თურქული ენა. თურქული ენის შემსწავლელ კურსზე, რომელიც თურქულის როგორც ერთ-ერთი მსოფლიო ენის სწავლების მიზნით გაიხსნა, სასწავლო პროცესი ენებისთვის საერთო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თანაბრად უთმობს ადგილს ენის საბაზისო ოთხ კომპონენტს (მოსმენა, საუბარი, წაკითხულის გააზრება და წერა).
ექვსი საფეხურისგან A1, A2, B1, B2, C1, C2 შემდგარი დონეების სასწავლო პროცესის სწავლების ენაა თურქული. თითოეული დონე 72 საათიან ორ კურსს მოიცავს. გაკვეთილებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო Yedi İklim Türkçe. საგაკვეთილო პროცესს უძღვებიან ამ სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. მსმენელებზე, რომლებიც საფეხურის ბოლოს წარმატებით გაივლიან კურსის დამამთავრებელ გამოცდას, გაიცემა სერთიფიკატი და მათ უფლება ეძლევათ, გაიარონ მომდევნო საფეხური.
„ჩემი აჩევანია თურქული ენა“
ინსტიტუტი, რომლის მიზანიც თურქული ენის სწავლებასა და თურქული კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გამყარებაა, აგრძელებს პროექტს “ჩემი არჩევანია თურქული ენა“.
პროექტი “ჩემი არჩევანია თურქული ენა“, რომელსაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი საჯარო სკოლებში თურქულის, როგორც არჩევითი უცხო ენის სწავლებისათვის ახორციელებს, თბილისში 2013 წლიდან მოქმედებს. პროექტის ფარგლებში, თბილისში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორობით თურქული ენა ისწავლება როგორც მეორე უცხო ენა . აღნიშნულ სემესტრში Covid – 19 -დან გამომდინარე ზოგიერთ სკოლაში პროექტი „ ჩემი არჩევანია თურქული“ გაგრძელდება ინტერნეტის საშუალებით.