„იუნუს ემრესა და შოთა რუსთაველის მხატვრული კითხვის კონკურსი“ თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

2021 წლის 21 მაისს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში „იუნუს ემრესა და შოთა რუსთაველის მხატვრული კითხვის კონკურსი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც პროექტის „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ ფარგლებში თურქულს, როგორც არჩევით უცხო ენას სწავლობენ. კონკურსს თურქულისა და ქართული ენის სპეციალისტებთან ერთად ესწრებოდნენ მოსწავლეებიც.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ალი ოღუზჰან იუქსელმა გახსნის დროს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იუნუს ემრე და შოთა რუსთაველი თურქეთსა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სახელებია და აღნიშნა, რომ მათდამი მიძვღვნილი კონკურსის მოწყობა ინსტიტუტისთვის საამაყოა.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს თურქული და ქართული ლექსები. კონკურსანტები შეაფასეს თურქოლოგებმა ასოც.პროფ. თამარ ალფენიძემ და სალიჰ უჩაქმა, რომელიც ლექციებს კითხულობს საქართველოს უნივერსიტეტში, თურქოლოგიის მიმართულებაზე. ჟიურის წევრების მიერ გამოვლენილ კანდიდატებს გადაეცათ ჯილდოები. ღონისძიება კონკურსანტებისთვის მონაწილის სიგელებისა და სხვადასხვა საჩუქრის გადაცემით დასრულდა.

 

 

Diğer Etkinlikler

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, მწერლის სელაჰათინ იუსუფის ქართულ ენაზე თარგმნილი რომანის „იესო რომელი ხართ...

ქართველი მწერალი ბექა ქურხული თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიების „საბიბლიოთეკო...

პანდემიის დასრულებასთან ერთად, კულტურისა და ხელოვნების სამყარო მთელს მსოფლიოში გამოცოცხლდა.

იუნესკომ, საქართველოს...

2022 წლის 29 იანვარს შედგა ონლაინ ღონისძიება საუბრები თურქული ლიტერატურის შესახებ თემაზე: „ეროვნული ლიტერატურის...