თურქეთი - თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა

Yazıcı-dostu sürüm

პანდემიის დასრულებასთან ერთად, კულტურისა და ხელოვნების სამყარო მთელს მსოფლიოში გამოცოცხლდა.

იუნესკომ, საქართველოს დედაქალაქი თბილისი 2021 წელს  წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოაცხადა. თბილისი გახდა 21-ე ქალაქი, რომელმაც ეს წოდება მიიღო.

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინტიტუტმა 2022 წლის 26-29 მაისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მოწყობილ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალში, რომლის ფოკუს ქვეყანაც წელს თურქეთი იყო.

 პროგრამა „ფოკუს ქვეყანა თურქეთი“ სიტყვით გახსნეს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ აჰმეთ მისბაჰ დემირჯანმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანმა, სტამბოლის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ისრაფილ ქურულაიმ და სტამბოლის სავაჭრო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და გამომცემელმა მიუნირ უსთუნმა.

თურქეთის ელჩმა თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანმა, თურქეთის სტენდზე საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ თაობებს წიგნები, წიგნიერება, ლიტერატურა და კულტურა გააძლიერებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მეგობარ საქართველოში, თბილისში, ეს საუკეთესო ღონისძიებათაგან ერთ-ერთია, რომელშიც ვმონაწილეობთ; რაც სიამაყით გვავსებს. ძალიან დიდი მადლობა“.

თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ აჰმეთ მისბაჰ დემირჯანმა აღნიშნა, რომ მისთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა სასიამოვნო იყო  და განაცხადა: „წიგნების, სიტყვებისა და მწერლობის გარეშე კულტურის გადაცემა შეუძლებელია. თუ არის წიგნი, არის სიტყვაც. რაც უფრო მეტი წიგნია, მით უფრო იზრდება ცოდნის გადაცემის შესაძლებლობა“.

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ საბავშვო განყოფილებაში ჩატარებული ებრუს მასტერკლასის პარალელურად, გახსნაზე პატარა მუსიკალური კონცერტი ჩატარდა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, ბიულეტენები, სახელმძღვანელოები, მოთხრობების წიგნები და სხვა მსგავსი გამოცემები. აგრეთვე სტუმრებს ინფორმაცია მიეწოდათ თურქული ენის კურსების, თურქული ენის სასერთიფიკატო გამოცდისა და თურქული ენის სწავლების პორტალის შესახებ.

თურქეთის სტენდზე წარმოდგენილი იყო სალიტერატურო, საბავშვო და საგანმანათლებლო გამომცემლობები. გარდა ამისა საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილ პროგრამაში „ფოკუს ქვეყანა თურქეთი“ ქართველ ლიტერატორებთან ერთად ისაუბრეს თურქმა მწერლებმა და პოეტებმა: ისქენდერ ფალამ, მარიო ლევიმ, თარიქ თუფანმა, ადნან ოზერმა, ასლი ფერქერმა, ბეთულ საინმა, მელიქე გიუნიუზმა, მეთინ ჯელელმა, ნერმინ ილდირიმმა, ომერ ერდემმა, ფირათ სუნელმა და ნები გუმუშმა.

ფესტივალი ყოველწლიურად ათი ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

 

Diğer Etkinlikler

2022 წლის 29 იანვარს შედგა ონლაინ ღონისძიება საუბრები თურქული ლიტერატურის შესახებ თემაზე: „ეროვნული ლიტერატურის...

იუნუს ემრე თურქი ხალხის აღზრდილი უდიდესი სუფი, თურქული ენისა და ლიტერატურის ისტორიის უთვალსაჩინოესი პოეტთაგანია. 1238...

 

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და...

2021 წლის 21 მაისს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში „იუნუს ემრესა და შოთა რუსთაველის მხატვრული კითხვის...